geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება 2026 წლის 14-15 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 მარტამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირი:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
 
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში   (MS Word)  გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.


თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:


ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
 საკვანძო სიტყვები;
 თეზისების ძირითადი ტექსტი.

თარიღი: 21/01/2026